Saturday, April 23, 2016

მეცხრე დღე

       დღევანდელი  დღე  მნიშვნელოვანი იყო,  მოვახდინეთ  ჩვენი  ნამუშევრების  ბლოგზე  ატვირთვა.    საინტერესო  იყო კოლეგების  ნამუშევრების  ნახვა  და    უკუკავშირის  გაკეთება.
       ბევრი  რამ  ვისწავლეთ   ტრენინგის   მთელი  კურსის  განმავლობაში,  რისთვისაც  დიდი  მადლობა  ბატონ  დიმას.
      შევეცდები  მაქსიმალურად  გამოვიყენო  ნიმუშები  და  ხშირად  გავაკეთო  საგაკვეთილო   პოროექტები,   რაც  ჩემს  მოსწავლეებს  საშუალებას  მისცემს  უკეთესად  განავითარონ  21-ე  საუკუნის  უნარები,   იყონ  კრეატიულები  და სამშობლოს  სასახელო  მამულიშვილები.
                 დიდი   მადლობა

ჩემი პროექტი

 პროექტის  პორტფოლიო  

Sunday, April 17, 2016

მერვე დღე

დღეს  ვისწავლეთ,  როგორ მოვახდინოთ  ხელშეწყობა მოსწავლეთა  დამოუკიდებელ  მუშაობაზე,  განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლების  სტრატეგიები.  გავეცანით  დამატებით  რესურსებს  მოსწავლეთა  დამხმარე  მასალის  შესაქმნელად. როგორ  შევქმნათ  მინუს  ფონოგრამა, თემის  შესაბამისად.   მასწავლებელი  და  მოსწავლე,  როგორც  ფასილიტატორი.

Saturday, April 16, 2016

მეშვიდე დღე

დღეს  გავიარეთ  მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება. განვიხილეთ  შეფასების  სტრატეგიები, დავადგინეთ  შეფასების  ფორმები. მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომები  მოვარგე  ჩემს  პროექტს.     ვეცდები  მაქსიმალურად  გამოვიყენო  დღევანდელი  ნიმუშები,  ვასწავლო  მოსწავლეებს როგორ  მოახდინონ  თავიანთი  ნაშრომების  შეფასება  და  თვითშეფასების  ამაღლება.

Saturday, April 9, 2016

დღე მეხუთე

დავასრულეთ  პორტფოლიო  და  ავტვირთეთ  ბლოგზე.  ჩემს  მეწყვილეს  გავუზიარე  ჩემი  პროექტის  იდეები  და  ამოცანები,  უკუკავშირის  შემდეგ  გავაკეთეთ  კომენტარი.
გავეცანით   რა მიღწევებია 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების   ტექნოლოგიების  გამოყენებასთან  დაკავშირებული   სამართლებრივი   და  ეთიკური  პრაქტიკის  მოდელირებაში.   ინტერნეტის  გამოყენება კვლევა-ძიებისათვის.
                                           
                                                      დიდი  მადლობა

Sunday, April 3, 2016

დღევანდელი  დღე  ძალიან   საინტერესო  და  ნაყოფიერი იყო,  ვისწავლე ბლუმის/გარდნერის  სააზროვნო  უნარ-ჩვევების  გამოყენებით  მოსწავლეებზე  როგორ  გადავანაწილო  მოსაძიებელი მასალა. ამის  გათვალისწინებით  როგორ  მოვახდინო  შეფასება. როგორ  მოვახდინო  ჩემი  პროექტის  პრეზენტაცია.

Sunday, March 27, 2016

დღე მეორე

3 რამ,  რაც  დამამახსოვრდა

    1.  ბლოგის  შექმნა,  რაც  ძალიან  მაინტერესებდა

    2. ბუკლეტების  შექმნა, რომლის  დროსაც  ჩეკლისტების  გამოყენების  აუცილებებლობას დიდი  მნიშვნელობა აქვს  როგორც  ჩემთვის  ისე  ბავშვებისათვის

    3.როგორ  დავგეგმოთ  პროექტი


  2  რამ,  რაც  ძალიან  მომეწონა

  1.ბლოგის  შექმნა

  2.ჩეკლისტების  გაცნობა

  1  რამ,   რაც  მინდა  გითხრათ

  მადლობა  საინტერესო  ტრენინგისათვის

Saturday, March 26, 2016

ჩემი პირველი შეტყობინება

    ვფიქრობ  დავწერო  პროექტი  ჩემი  კლასის  მოსწავლეების  პრობლემებთან      დაკავშირებით.  როგორც  ყველა  ბავშვის, მათი პრობლემაა  გააზრებული  კითხვა,  კითხულობენ  გამართულად  და  კმაყოფილდებიან  მცირედით. ჩემი  სურვილია სწრაფად  გაიაზრონ წაკითხული  ტექსტი, რაც  მოგვცემს მეტის   გაკეთების  საშუალებას გაკვეთილის დროის  განმავლობაში.